თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. გორის გვირაბთან საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, გორის გვირაბთან მოძრავი ევაკუატორი ტრაილერს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ევაკუატორის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.