თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ ახალი კატეგორია დაამატა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების რეკომენდაციებს, რომლებიც COVID–19–ის წინააღმდეგ კოორდინირებულ მიდგომას ითვალისწინებს, ნათქვამია საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაში.
კერძოდ, ევროკავშირის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ყოველკვირეულ რუკაზე უკვე არსებულ ფერთა კატეგორიას — მწვანეს, ნარინჯისფერს, წითელსა და ნაცრისფერს, დაემატა ახალი ფერი — მუქი წითელი.
ეს ფერი გამოყენებული იქნება იმ რაიონების მოსანიშნად, რომლებშიც ვირუსი და სხვა ინფექციური შტამები ძალიან მაღალ დონეზე ცირკულირებს.
ამიერიდან წევრი ქვეყნები ვალდებული იქნებიან, დაბლოკონ უმნიშვნელო მოგზაურობები არა მხარტო წითლად, არამედ მუქ წითლად მონიშნულ, მაღალი რისკის რეგიონებში. ამასთან მათ უნდა მოსთხოვონ მუქი წითელი რაიონებიდან ჩასულ მგზავრებს, დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე გაიარონ COVID-19–ზე ტესტირება და გაიარონ კარანტინი /თვითიზოლაცია.