COVID-19 საქართველოში – 2 თებერვლის მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 250.289 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.208, კარანტინის რეჟიმშია 480, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.520 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 283 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 858-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 259.209-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 250.289 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 580), გარდაიცვალა – 3.208 (ბოლო 24 საათში – 14), კარანტინის რეჟიმშია 480, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.520 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 283 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.271 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11.459, PCR ტესტით – 5.812.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.