COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმო ვაქცინაციის „სუსტ წერტილებს“ ასახელებს: სიფრთხილე აცრის შემდეგაც აუცილებელია

ჯანმოს განცხადებით, ამ დროისათვის მხოლოდ ისაა დადასტურებული, რომ ვაქცინაცია დაავადებისგან იცავს ადამიანს, მაგრამ იცავს თუ არა აცრა დასნებოვნების და ინფექციის შემდგომი გადატანისგან, ეს უცნობია.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეიტ ო’ბრაიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომი რეკომენდაციები გასცა და ვაქცინების ზოგი „სუსტი წერტილი“ დაასახელა.

ო’ბრაიენის ვიდეომიმართვას ჯანმოს ოფიციალური Twitter-გვერდი აქვეყნებს.

​როგორც ჯანმოს წარმომადგენელი ამბობს, სიფრთხილის დაცვა ვაქცინაციის შემდგომაც აუცილებელია, ვინაიდან მსოფლიო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი, შეუძლია თუ არა აცრას დაიცვას ადამიანი დასნებოვნების და მის მიერ ინფექციის გადატანისგან. ამ დროისათვის მხოლოდ ისაა დადასტურებული, რომ პრეპარატებს ადამიანის დაავადებისგან დაცვის უნარი აქვს. ო’ბრაიანის თქმით, საუბარია ვაქცინების ეფექტურობის გაგების „ძალიან მნიშვნელოვან“ ასპექტზე.

ვირუსმა Nipah-მა შესაძლოა ახალი პანდემია გამოიწვიოს: ჯანმო გაფრთხილებას ავრცელებს

ვაქცინაციის კიდევ ერთ „სუსტ წერტილად“ ჯანმო მიიჩნევს მტკიცებულებების არქონას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ვაქცინები ზოგი ასაკობრივი ჯგუფის, მაგალითად, ბავშვების შემთხვევაში. კეიტ ო’ბრაიანის თქმით, ეს კატეგორია კვლავაც რჩება ინფიცირებისა და ინფექციის სხვა ადამიანებისთვის გადაცემის რისკის ზონაში.

ამასთან ჯანმოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არსებობს ვაქცინების საკმარისი რაოდენობა ყველა ადამიანის ასაცრელად. შესაბამისად, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა კვლავ აქტუალურია.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მანამდე განაცხადა, არ ფლობს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია ამცირებს კორონავირუსის გადაცემის რისკს.