საქართველოს ხუთ ქალაქში სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა - ფოტო

Sputnik

ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სკოლების მოსწავლეები 1 თებერვლიდან სკოლაში დაბრუნდნენ. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, 1 მარტიდან აღდგება. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილური გახდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო სასწავლო პროცესის თებერვალში გაანხლების საკითხს განიხილავს.

გაკვეთილების დაწყების დრო და გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სკოლებს დამოუკიდებლად შეუძლიათ განსაზღვრონ, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ. ის არ გამორიცხავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლებში გაკვეთილები შაბათობითაც ჩატარდება.

კორონავირუსზე ტესტირებას სკოლების თანამშრომლების მინიმუმ 20% გაივლის. დაინფიცირებულთა სტატისტიკას ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს.

მოსწავლეებს სკოლის შესასვლელში სიცხეს გაუზომავენ. მაღალი ტემპერატურის დაუფიქსირდების შემთხვევაში, შემუშავებულია დამატებითი პროტოკილი. გარდა ამისა, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ მოსწავლეების მშობლები შეძლებენ გადაწყვიტონ, გაუშვან შვილები სკოლებში თუ დისტანციურად სწავლება გააგრძელებინონ.

1 / 12
საქართველოს რამდენიმე ქალაქში 1 თებერვლიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
2 / 12
სკოლებთან დილიდანვე გამოჩნდნენ ბავშვები მშობლებთან ერთად
3 / 12
მოსწავლეები ერთმანეთს სკოლის შესასვლელთან ახლებურად ესალმებოდნენ
4 / 12
კორონავირუსი არსად გამქრალა, ამიტომ მშობლებსა და პედაგოგებს პირბადეები ეკეთათ
5 / 12
სკოლების გახსნა ყველას გაუხარდა, ბაშვებსაც და მშობლებსაც
6 / 12
ისინი ხომ საკუთარ მეგობრებსა და თანაკლასელებს ხვდებიან
7 / 12
მთელი ამ დროის განმავლობაში სკოლები დისტანციურად მუშაობდნენ, თუმცა მოსწავლეების მშობლების დიდი ნაწილი უკმაყოფილო იყო მსგავსი ტიპის გაკვეთილებით
8 / 12
სკოლაში სწავლება ხომ გაცილებით ეფექტურია
9 / 12
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობას სკოლები ახლა დამოუკიდებლად განსაზღვრავენ
10 / 12
აუცილებლობის შემთვევაში, გაკვეთილები შაბათობითაც ჩატარდება, რათა ბავშვებმა დაკარგული დრო აინაზღაურონ
11 / 12
მოსწავლეებს სკოლის შესასვლელში სიცხეს გაუზომავენ. მაღალი ტემპერატურის დაუფიქსირდების შემთხვევაში, შემუშავებულია დამატებითი პროტოკილი
12 / 12
რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, 1 მარტიდან აღდგება