საქართველო ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციაში გაწევრიანდა

ასოციაციაში გაწევრიანებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულებას შესაძლებლობა ექნება გაუზიაროს სხვადასხვა ქვეყანას საკუთარი გამოცდილება და შეიძინოს ახალი პარტნიორები სამომავლო თანამშრომლობისათვის.
Sputnik

 თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საქართველო Invest in Georgia-ს ბრენდით, ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაციის (WAIPA) წევრი გახდა, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ნიკა შენგელია: 2021 წლის მთავარი გამოწვევა ისევ ლარის კურსი და მაღალი ფასები იქნება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულებას შესაძლებლობა ექნება გაუზიაროს სხვადასხვა ქვეყანას საკუთარი გამოცდილება და შეიძინოს ახალი პარტნიორები სამომავლო თანამშრომლობისათვის. ამასთან, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, რათა მოხდეს ახალი ტენდენციების გაცნობა.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სააგენტოს საინვესტიციო მიმართულების გასაძლიერებლად, ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტენდენციების გაცნობის კუთხით“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოების მსოფლიო ასოციაცია (WAIPA) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაარსდა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ. ამჟამად WAIPA-ში მსოფლიო მასშტაბით გაწევრიანებულია 170-ზე მეტი ორგანიზაცია, 130 ქვეყნიდან. WAIPA-ს უმთავრესი მისიაა ხელი შეუწყოს და განავითაროს თანამშრომლობა მის წევრ სააგენტოებს შორის, გააზიაროს ქვეყნებისა და რეგიონების გამოცდილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, უზრუნველყოს მონაცემთა სხვადასხვა წყაროებზე წვდომა.