თურნავა: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე საუბრობს.
Sputnik
თურნავა: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი ეტაპი წარმატებით ჩაივლის
„მნიშვნელოვანი ბიზნეს-აქტივობები იხსნება. ეს არის, პირველ რიგში, არასასურსათო ვაჭრობა, შოპინგ-მოლები, მცირე მაღაზიები, დიდი ქსელური მაღაზიები მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე საქალაქო ტრანსპორტი იხსნება პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა. ეს პირველი ეტაპი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის", – ამბობს ნათია თურნავა.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დღეიდან, 1 თებერვლიდან შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო.