როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 3 თებერვალს

დედაქალაქში ბოლო დროს მზიანი დღეებია და გამონაკლისი ამ მხრივ არც ოთხშაბათი იქნება, ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 3 თებერვალს დედაქალაქში უპირატესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ მცირე მოღრუბლულობით.

მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით პლუს 13 გრადუსამდე მოიმატებს.

მზე 08:11 საათზე ამოვა და 18:18 საათზე ჩავა.