მეპროტესტეები, რომელთა შორის არიან რესტორატორები, ტურისტული სფეროს და ფიტნეს კლუბებისა და სპორტდარბაზების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მხარდამჭერები, 1 თებერვლამდე ყველა მოქმედი შეზღუდვის მოხსნას მოითხოვენ.
ამ მოთხოვნას არ ეთანხმებიან ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები, რომლებიც აცხადებენ, რომ, მაგალითად, თბილისში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ იძლევა ბიზნესის გახსნის საშალებას, ხოლო რესტორნები საშიშია იმით, რომ მათი კლიენტები შესაძლოა ვირუსის მატარებლები აღმოჩნდნენ.
1 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიხსნება, თუმცა თბილისში რამდენიმე მკაცრი შეზღდვა 1 მარტამდე ძალაში რჩება.