ნინო ბუაძე: ბავშვებში სიბნელის შიში ყალიბდება იმიტომ, რომ...

ნინო ბუაძე საუბრობს ბავშვებში არსებულ ისეთ ფობიაზე, როგორიცაა, სიბნელის შიში და მისი დაძლევის გზებს მიმოიხილავს.
Sputnik
ნინო ბუაძე: ბავშვებში სიბნელის შიში ყალიბდება იმიტომ, რომ...
„ამგვარ შიშთან დაკავშირებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ერთია, როცა ბავშვი რეალურად შეაშინეს, რაღაც ინფორმაცია მიიღო მეგობრისგან, ან ფილმში ნახა. ბავშვთან უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის შიში და ის სირცხვილი არ არის. აუცილებელია ბავშვის ნდობის მოპოვება და მერე მისი მხარდაჭერა“, -ამბობს ნინო ბუაძე.

ფსიქოლოგი ნინო ბუა ძე აცხადებს: სიბნელის შიში რამდენიმე გზით შეიძლება დავძლიოთ. ერთი, ეს არის განათების ეტაპობრივი აღქმა, ან ბავშვს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ სიბნელეში ფანრით შევიდეს.