ანბანით მოთხრობილი საქართველო, ანუ ქვეყნის 33 უმთავრესი მახასიათებელი

ვიდეოში თხრობა ქართულ ანბანს მიჰყვება და თითოეულ ასო-ბგერას სხვადასხვა ისტორიულ პირებსა თუ მოვლენას, კულტურულ თუ მატერიალურ ძეგლებს უსადაგებს
Sputnik

ანიმაციური ვიდეო, რომელიც ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობისთვის შექმნა JWT Metro-მ ნიაზ დიასამიძის მუსიკაზე, მეტად ორიგინალურად და ლაკონურად გვაცნობს საქართველოს 33 უმთავრეს მახასიათებელს.

33-ს იმიტომ, რომ თხრობა ქართულ ანბანს მიჰყვება და თითოეულ ასო-ბგერას სხვადასხვა ისტორიულ პირებსა თუ მოვლენას, კულტურულ თუ მატერიალურ ძეგლებს უსადაგებს.

ვფიქრობთ, ეს ის ვიდეოა, რომელიც მართლაც უნდა ნახოს ყველამ — დიდმა თუ პატარამ.