ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში სამშაბათს, 2 თებერვალს

სამშაბათს ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 1-2 გრადუსამდე დაიკლებს, თუმცა დღისით ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. მეტეოროლოგების პროგნოზით თბილისში სამშაბათს, 2 თებერვალს მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 08:12 საათზე ამოვა და 18:15 საათზე ჩავა.

დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 14 გრადუსი, ღამით კი პლუს 1-2 გრადუსი იქნება.

დაუბერავს ჩრდილო-დასავლეთის სუსტი ქარი.