ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა შეიზღუდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზებზე
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. ინტენსიური თოვლის გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

შეზღუდვები მოქმედებს  ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში,  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.   

შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების  გამო დაწესდა.