დათო ტურაშვილი: ლიტერატურული კონკურსის ჟიური ფიქრობს, რომ მოდი, გადავანაწილოთ პრიზებიო

მწერალი დათო ტუაშვილი საუბრობს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, მის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
Sputnik
დათო ტურაშვილი: ლიტერატურული კონკურსის ჟიური ფიქრობს, რომ მოდი, გადავანაწილოთ პრიზებიო
„ლიტერატურა გახდა ძალიან მრავალფეროვანი. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად ჭირდება თანამედროვე ლიტერატურას, ეს არის სივრცე, რომელიც უნდა გაიზარდოს. თორემ მისი დონე ვერაფრით გაიზრდება ამ ჩაკეტილ და იზოლირებულ გარემოში“, - ამბობს დათო ტურაშვილი.

მწერალი დათო ტურაშვილი იხსენებს: „როცა ჩვენ ორჰან ფამუქს შევხვდით, ზუსტად ამაზე გვითხრა. ის უნიჭიერესი ადამიანია და ჩვენს პრობლემებს მიხვდა. მან თქვა, რომ ოცი წლის წინ, თურქი მწერლების პრობლემაც ზუსტად ასეთივე იყოო. სადაც არ მოხვდებოდი უცხოეთში მარტო თურქულენოვან გარემოსთან მიწევდა ურთიერთობაო...“