„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“: საქართველოში  წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნება

პანდემიის გამო ღონისძიების წლევანდელი ფორმატი განსხვავებულია: 2021 წლის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში, საკონფერენციო პლატფორმების მეშვეობით გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი - Sputnik. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ინიციატივით, 3 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში მეექვსედ აღინიშნება.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 3 თებერვალს, 18:00 საათზე  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნითი, ონლაინ–ღონისძიება გაიმართება.

ეროვნული ბიბლიოთეკა ესეების ონლაინ-კონკურსს ჩაატარებს

ორგანიზატორების ცნობით, დახურვის ღონისძიებაზე სპიკერები მიმოიხილავენ გასული წლის აქტუალურ სოციალურ-პოლიტიკურ თემებს, ასევე განხილული იქნება ქვეყანაში არსებული ვითარება, ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხავენ ლიტერატურულ ტექსტებს.

ასევე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე (World Read Aloud Day) კომპანია  LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად ასობით ქვეყანაში ტარდება და 30 მლნ-ზე მეტი კითხვის მოყვარული ესწრება.