ქართველი ნახევარმცველი კარიერას პოლონეთში განაგრძობს

ნიკა კვეკვესკირი აქამდე ყაზახეთის კლუბ „ტობოლში“ თამაშობდა. სადაც 2017 წლიდან მოყოლებული 84 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა პოლონურ „ლეხთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, ნათქვამია პოზნანის კლუბის განცხადებაში.

შეთანხმების ვადა 28 წლის კვეკვესკირსა და „ლეხს“ შორის მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით შეთანხმება კიდევ ორი წლით შეიძლება გაგრძელდეს.

ქართველმა ნახევარმცველმა ყაზახეთის „ტობოლი“ დატოვა

„გვინდოდა კონკურენციის გაზრდა შუა ხაზში. კვეკვესკირი გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც გასულ შემოდგომაზე რეგულარულად თამაშობდა არა მხოლოდ თავის წინა კლუბში, არამედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც. ნიკას ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს“, – განაცხადა „ლეხის“ სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასმა.

კვეკვესკირი „ლეხში“ ყაზახური „ტობოლიდან“ გადავიდა, სადაც 2017 წლიდან გამოდიოდა. ქართველმა ნახევარმცველმა ამ გუნდში 84 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა 10 შედეგიანი გადაცემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კვეკვესკირმა 32 მატჩში ითამაშა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება „ლეხს“, პოზნანის კლუბს პოლონეთის ჩემპიონატის 14 ტურის შედეგად 17 ქულით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილი უკავია.