თურნავა: აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორ შემოვიყვანოთ ვაქცინირებული ტურისტების პირველი ჯგუფი
© Sputnik
„ავიაკომპანიებს მივმართავ თხოვნით, რომ თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, ან გაკეთებული კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შემდეგი კვირიდან დაიწყოს აქტიური შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, სასტუმროებთან და ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რათა მათ აღნიშნული წესები გავაცნოთ. ეს მოგვცემს საშუალებას, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში პირველ რიგში ვაქცინირებული უცხოელების ჯგუფი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურიზმის ამოქმედების მიზნით მთავრობა სხვადასხვა რეგიონებში დაწესებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის და აჭარა ამის ნათელი მაგალითია.