როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა უკვე სრულდება და 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება ყველა ქალაქში გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისისა. ამ სამ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება 1 მარტამდე გადაიდო. ამიტომ გაზაფხულამდე ქალაქის მკვიდრებს მოუწევთ სკანდინავიურ სიარულს მიეჩვიონ, ოღონდ ქართულად.
სკანდინავიური სიარული - ფიზიკური აქტივობა, რომელშიც გამოიყენება ვარჯიშის განსაზღვრული მეთოდიკა და სიარულის ტექნიკა სპეციალურად დამზადებული ჯოხებით.