„კარგი სიმბოლური ნაბიჯი“: რუსეთი და აშშ СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე მაინც შეთანხმდნენ

რუსეთი და აშშ სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
Sputnik

დრო ცოტაა: მოქმედ შეთანხმებას ვადა ამ წლის 5 თებერვალს ეწურება. ამიტომ ვლადიმირ პუტინმა და ჯო ბაიდენმა ხელქვეითებს სასწრაფო წესით მუშაობა დაავალეს. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ. სწორედ მათი საუბრის შემდეგ გადაწყდა საკითხი. ვისი პირობების მიხედვით გახანგრძლივდება შეთანხმება და რას ნიშნავს ეს მოსკოვისთვის და ვაშინგტონისთვის?