ქობულეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობი.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება „პირველი არხი“.

ქობულეთში ბუჩქნარი იწვის

ადგილზე მეხანძრე-მაშველების 40-კაციანი შემადგენლობა მუშაობდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინეთში მთის ფერდზე ეკალბარდს ცეცხლი გუშინ, საღამოს გაუჩნდა. ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებდა. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების განცხადებით, დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

დასახლებულ პუნქტსა და ტყის მასივს საფრთხე არ შექმნია.