მოდელი და ვიზაჟისტი კესარია აბრამიძე აცხადებს, რომ მისი შემოსავლის წყარო ყოველთვის მისი კაცები იყვნენ, რადგან სულ გათხოვილი იყო და ფინანსურად მეუღლეები უზრუველყოფდნენ. როგორც კესარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ „ყვითელ დილაში“ აღნიშნა, თავის რჩენაზე არასდროს ფიქრობს.
მოდელის თქმით, მუდმივად ისვენებს და ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ იმაზე უწევს ფიქრი, სად დაიღალოს.
საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით.
კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს განაცხადა, რომ ოპერაცია გაიკეთა და სქესი შეიცვალა.
სოციალურ ქსელში აქტიური კესო თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს. ფოტო-ვიდეოგადაღებების გარდა კესარია მათ კითხვებს მუდამ პასუხობს. ცოტა ხნის წინ კესარიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დაწერა, რომ ყოფილი ქმარი დაშორებიდან 12 წლის შემდეგ შერიგებას სთხოვს და ამას თავად იმით ხსნის, რომ კარგად გამოიყურება.
ყველაზე სკანდალური და არაორდინარული თბილისური „ლავ სთორი“ წლების წინ დასრულდა. სავარაუდოდ, კესარია პოსტში სუხოს, იგივე სულხან მღებრიშვილს გულისხმობს, რომელიც კესარიასთან სკანდალურად დაშორების შემდეგ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ამბობდა, რომ კესოსთან ჭეშმარიტი სიყვარული იპოვა, დაშორდნენ და დეპრესიაში იყო, თუმცა მათი ურთიერთობა ლეგენდად დარჩება.