„ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა...“ – თბილისის მერმა 94 წლის მარგარიტა ბებოს სახლი აჩუქა

სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოზიტიური ამბის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ნახეთ ვინაა ქალი, რომელსაც კახა კალაძემ სახლი აჩუქა.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. თბილისის მერიამ 94 წლის მარგარიტა ქაჯაიას ბინა გადასცა. ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მანანა თოქმაჯიშვილმა ქალის ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელიც თბილისის მერის მიერ გადაცემულ საკუთრების მოწმობას სათვალის გარეშე, დამარცვლით კითხულობს.

ირკვევა, რომ მარგარიტა ქაჯაიამ ცხოვრებაში ბევრი გაჭირვება გამოიარა, ოჯახის ოთხი წევრი გარდაეცვალა და ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე 20 კვადრატულ მეტრ ფართში ათობით წელია ცხოვრობს, თუმცა მუდმივ შიშში, რომ აქედან არავის გაესახლებინა.