კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო – ვიდეო

საქართველოში საკალათბურთო თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც 1 თებერვალს ფინალური შეხვედრით დასრულდება.
Sputnik

საქართველოს თასის გათამაშება ტრადიციულად იანვარში იმართება. მასში სულ 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან 11 სუპერლიგის გუნდია, ხოლო დანარჩენი 5 – „ა“ ლიგას წარმოადგენს.

ტურნირი მიმდინარეობს თბილისის ოლიმპიურ სასახლესა და თელავის დარბაზში.