ბუნტი „ლოკდაუნის“ წინააღმდეგ: ნიდერლანდები არეულობამ მოიცვა – ფოტო

Sputnik

ნიდერლანდებში „ლოკდაუნის“ გამო არეულობა დაიწყო. მომიტინგეები აპროტესტებენ საკომენდანტო საათს. ასეთი რამ პირველად ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ვერ აკავებს ვერც ჯარიმები და ვერც ექიმების გაფრთხილებები.

 

1 / 12
ამსტერდამში, ჰააგაში, როტერდამში, ზვოლესა და სხვა ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ავტომობილები დაწვეს
2 / 12
არეულობის მიზეზი გახდა ქვეყანაში დაწესებული საკომენდანტო საათი
3 / 12
პროტესტს ერთვოდა პოლიციელებზე ქვებითა და პიროტექნიკით თავდასხმა
4 / 12
ზოგიერთი მეპროტესტე ამსხვრვდა ვიტრინებს და ძარცვავდა მაღაზიებს
5 / 12
უცნობებმა ასევე ხიდი ჩაანგრიეს Amsterdam-Noord-ში
6 / 12
პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა
7 / 12
სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო
8 / 12
არეულობების შემდეგ პოლიციაში 150-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს
9 / 12
არეულობები ნიდერლანდების ქალაქებში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება
10 / 12
აგრესიით ძირითადად ახალგაზრდები გამოირჩევიან
11 / 12
პოლიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ლოკდაუნი არ არის მომხდარის მთავარი მიზეზი
12 / 12
მომიტინგეები, მიუხედავად ექიმების გაფრთხილებებისა და ჯარიმებისა, შეჩერებას არ აპირებენ