თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 723-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 256.287-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 246.459 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 932), გარდაიცვალა – 3.127 (ბოლო 24 საათში – 19), კარანტინის რეჟიმშია 538, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.770 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 346 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.850 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.718, PCR ტესტით – 7.132.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.