ქობულეთში ბუჩქნარი იწვის

ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი, თუმცა საფრთხე, რომ ცეცხლი ტყეს ან დასახლებულ პუნქტს მოედება, არ არსებობს
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინეთთან მთის ფერდზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდს. იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის ინფორმაციით, ადგილზე უკვე 40 მეხანძრეა მობილიზებული.

რთული რელიეფის გამო ხანძრის ადგილამდე ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება.

ხანძართან ბრძოლას ართულებს ძლიერი ქარი, თუმცა ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.