მოსაზრება: ევროპა საკუთარი მომავლის გადარჩენას ცდილობს

ცოტა ხნის წინ იტალიამ განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ალექსეი ნავალნის საქმის გამო დაწესებული სანქციები.
Sputnik

ირინა ალქსნისი

უფრო ადრე მოსკოვისთვის „ქმედითი სანქციების“ დაწესების იდეას საფრანგეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და სხვა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი. ამასთან ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრაღაში რუსეთის ელჩიც კი გამოიძახა თავისთან.

მაგრამ ეს ენთუზიაზმი ჩაქრა, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირის შემდეგ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ახალი ანტირუსული ზომების შესახებ კონკრეტული შეთავაზებები არ მიუღიათ.

მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გერმანიისა და აშშ-ის ურთიერთობების ბედს გადაწყვეტს

ამ კაზუსის განმარტება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სცადა. მისი თქმით, „ევროკავშირს განზრახული აქვს დაამტკიცოს, რომ არ სურს დაუსრულებლად ეყრდნობოდეს მხოლოდ პოლიტიკურ სანქციებს“, ამასთან გაერთიანებას სურს, შედგეს „სამართლიანი სასამართლო პროცესი [ბლოგერის მიმართ]“.

გარდა ამისა, ივან კორჩოკმა აღნიშნა, რომ ჟოზეპ ბორელი 5 თებერვალს მოსკოვში მიფრინავს სერგეი ლავროვთან შესახვედრად, სადაც, მისი თქმით, აღნიშნული თემა განხილვის ძირითადი საგანი იქნება. და თუ დიპლომატიურ „მოჩუქურთმებულ“ გამონათქვამს საყოველთაოდ გასაგებ ენაზე ვთარგმნით, გამოვა, რომ ევროკავშირმა უკან დაიხია მოსკოვთან მიმდინარე გამწვავებაში.

თუმცა აღნიშნული ნაბიჯის სასარგებლოდ მოყვანილი არგუმენტი, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებსარწმუნოდ გამოიყურება. ევროპას რუსეთთან დაპირისპირების შვიდი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ დაუმუხრუჭებია ესოდენ აშკარად მოსკოვის მისამართით მოულოდნელი კეთილი ნების ჟესტით. თანაც სანქციებიც უკვე დიდი ხანია, რაც ფუჭ რიტუალად იქცა. ძველი რესტრიქციების გახანგრძლივება და ახლების დაწესება განსაკუთრებულ გავლენას არც ორმხრივ ურთიერთობებზე ახდენს და არც ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

დასავლეთი მომწიფდა: COVID-19 ჰიტლერია, ანუ დადგა რუსეთთან კავშირის დრო

ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა: სინამდვილეში რა დგას ევროკავშირის მოულოდნელი ნაბიჯის მიღმა? პასუხი მთელი ამ ისტორიის გამო ევროპის მიმართ მოსკოვის შეურბილებელ პოზიციაში უნდა ვეძებოთ.

ნავალნისთან დაკავშირებული კომბინაციის საკვანძო თავისებურება ისაა, რომ ის გერმანიამ წამოაყენა და გაითამაშა ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით. დაწყებული 2016-2017 წლებიდან, დასავლური ერთიანობა ანტირუსული პოლიტიკის საკითხებში ბევრ რამეში ფორმალობად იქცა, სადაც ევროკავშირი უბრალოდ მისდევდა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დადგენილ ფარვატერს. სწორედ ვაშინგტონი და ლონდონი იყვნენ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ბინძური ოპერაციების ორგანიზატორები. ევროპა კი მინიმალურად აუცილებელი ჟესტებით შემოიფარგლებოდა ტრანსატლანტიკური სოლიდარობის მხარდაჭერის გამოსავლენად, სინამდვილეში კი კურსი რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენაზე ჰქონდა აღებული.

თუ კონკრეტულად რა მიზნებს ისახავდა ბერლინი, როდესაც ბლოგერის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის თაობაზე გამაოგნებელი უაზრობა წამოიწყო, ამაზე მსჯელობაც შეიძლება და კამათიც. მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მათ არ ჰქონიათ მოსკოვთან თანამშრომლობის ტორპედირების განზრახვა. ის ფაქტი, რომ გერმანია ახლა ბრიუსელის მხარდაჭერით თავგამოდებით ცდილობს დაასრულოს და აამუშავოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, ამის ერთმნიშვნელოვანი დასტურია.

მოსაზრება: ბაიდენი აშშ-ს ევროპის მარიონეტად გადააქცევს

დიდი ალბათობით, გერმანელებმა გადაწყვიტეს, ბრიტანელებისა და ამერიკელების მიერ სკრიპალების, სირიის ქალაქ დუმაში „ქიმიკატებისა“ და „კრემლის სხვა დანაშაულების“ საქმეებზე დამუშავებული მეთოდები გამოეყენებინათ რაღაც მიმდინარე საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადასაჭრელად — და, როგორც ჩანს, არ ელოდნენ, რომ მათ ქმედებებს ესოდენ მასშტაბური შედეგები მოჰყვებოდა. მათთვის სიურპრიზი გამოდგა მოსკოვის ძალიან მკვეთრი რეაქცია, რაც უცნაურია, ვინაიდან ასეთი რამ იოლად მისახვედრი იყო.

აშშ და ბრიტანეთი რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები არიან, რომლებსაც მასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ აკავშირებთ. მაგრამ ევროპისთვის, განსაკუთრებით გერმანიისთვის, რუსეთთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და ამ ვითარებაში გერმანიამ ნავალნის გარშემო საკუთარი „გასართობი პარკი“ ააგო ბლექ-ჯეკითა და დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის გოგოებით. და კიდევ გულწრფელად უკვირთ, რატომ მრისხანებს მოსკოვი დღემდე ასე სასტიკად.

სიტუაციას აღრმავებს ისიც, რომ თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტის მოსვლით დასავლეთ ევროპა ოკენისგაღმური კონტროლისგან თავის დაღწევის რთულ და სახიფათო ეტაპზე გადავიდა.

მოსაზრება: აშშ და ბრიტანეთი ყველაზე ღირებულის გადარჩენას ცდილობენ

მაგრამ ნავალნის ისტორიის გამო მას სერიოზული პრობლემები შეექმნა რუსეთთან ურთიერთობებში, რომელიც მანამდე ურყევად უჭერდა მხარს ევროკავშირის გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობის კურსს — სიტყვითაც და საქმითაც. მოსკოვის დახმარების გარეშე ამ წამოწყების წარმატებით დასრულების შანსები ნაკლებად მომხიბლავად გამოიყურება, ხოლო პროცესს ბევრად რთული და ძვირადღირებული პირი ჩანს.

გასაკვირი არ არის, რომ დასავლეთ ევროპისთვის, როგორც ევროკავშირის ლოკომოტივისთვის, ყველაზე აქტუალურ ამოცანად რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქცა. ამას დაუმატეთ სახის შენარჩუნების სურვილი, რაც არც ისე იოლია იმ სკანდალის ამპლიტუდის გათვალისწინებით, რომელიც თავადვე ააგორეს.

ბრიუსელის ბოლო გადაწყვეტილება სწორედ ამ ამოცანების გადაჭრისკენაა მიმართული: ახალი სანქციების თემა განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული, ხოლო მთავარი ევროდიპლომატი მოსკოვში მიემგზავრება პრობლემების მოგვარებისა და მოლაპარაკების იმედით.

თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაფერი ბერლინმა წამოიწყო. ასე რომ, ისიც უნდა მოემზადოს მოცემულ პროცესში წვლილის შესატანად.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს