თალაკვაძე: პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთ

მსოფლიოში 27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ფაშისტურ ბანაკებში 6 მილიონი ებრაელი და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანი გაანადგურეს.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველო პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთ. ამის შესახებ Twitter-ში ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დაწერა.

​„დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ. ჰოლოკოსტი სიტყვებით დაიწყო და გაგრძელდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის შემზარავი მკვლელობით. დღეს ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ ეს აღარასდროს განმეორდება!“ – დაწერა თალაკვაძემ.

საქართველოში „ქართველი შინდლერის“ და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტი გახსნეს>>

ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარს აღინიშნება. ამ დღეს, 1945 წელს საბჭოთა ჯარმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა. ყოველი წლის 27 იანვარს ბუნდესტაგში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონია ტარდება.