COVID-19 საქართველოში – 27 იანვრის მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 245.527 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.108, კარანტინის რეჟიმშია 497, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.842 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 347 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 245.527 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.081), გარდაიცვალა – 3.108 (ბოლო 24 საათში – 12), კარანტინის რეჟიმშია 497, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.842 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 347 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 18.007 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.627, PCR ტესტით – 7.380.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.