ყვითელი ამბები

თორნიკე ოქრიაშვილი მესამე შვილს ელოდება – წყვილმა ბავშვის სქესი გაიგო – ვიდეო

ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი საკმაოდ წარმატებულ სპორტსმენად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თორნიკეს ჰყავს მეუღლე – ლიკა მუზაშვილი და ორი ვაჟი.
Sputnik

თორნიკე ოქრიაშვილის და ლიკა მუზაშვილის წყვილი სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. ისინი მესამედ გახდებიან მშობლები. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე „სთორი“ გამოაქვეყნა, რომელიც მისი მეუღლის ექოსკოპიის დროს იყო გადაღებული.

როგორც გაირკვა, წყვილმა უკვე პატარას სქესიც იცის. მათ ცოტა ხნის წინ კვიპროსში Babyshower მოაწყვეს, სადაც მათი მეგობრები ჰყავდათ მიწვეული. ღონისძიება ღია ცის ქვეშ შედგა. თორნიკესთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ, ბოლოს და ბოლოს, ის ნანატრი ქალიშვილის მამა გახდება.

„მე ვარ ბედნიერი მამა”, – დაწერა ოქრიაშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე პატარას სქესის გაგების შემდეგ.

თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი უკვე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია და გუნ­დის ერთ-ერთ მთა­ვარ მო­თა­მა­შედ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­მაც ნაკ­რებს არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა. თა­ვი­სი თა­მა­ში­სა და გო­ლე­ბის წყა­ლო­ბით თორ­ნი­კე ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს და ეს არ­ცაა გა­საკ­ვი­რი.

თორ­ნი­კე წლე­ბია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ლიკა მუ­ზაშ­ვილ­ზე. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს – 8 წლის ალექ­სან­დრე და 6 წლის დადი. თორ­ნი­კე ამ­ჟა­მად კვიპ­რო­სუ­ლი კლუ­ბი „ანორ­თო­სი­სის“ ფეხ­ბურ­თე­ლია. ლიკა ხში­რად აქ­ვეყ­ნებს „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს. ის მე­უღ­ლის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.