ყვითელი ამბები

„დაბადების დღეს გილოცავ, სიყვარულო“ – ლიზა ყენიას შეყვარებული ცნობილი გოგოს ყოფილი ქმარია

ლიზა ყენიამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს უცნობი ფოტოები გაუზიარა. ნახეთ ვინაა ლიზას რჩეული და როგორ მიულოცა დაბადების დღე მომღერალმა.
Sputnik

მომღერალ ლიზა ყენიას პირად გრძნობებზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ არასდროს მალავს რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. უკვე რამდენიმე თვეა, მომღერალი შეყვარებულია, მისი რჩეული გიგი ბააზოვია, რომელსაც ქართულ შოუბიზნესში კარგად იცნობენ.

გიგი ბააზოვი წარსულში დაქორწინებული იყო მოდის ცნობილ ბლოგერზე სალი ბააზოვზე. გიგი და ლიზა დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებენ. მომღერლის რჩეული დღეს იუბილარია. საყვარელ მამაკაცს ყენიამ დაბადების დღე ემოციურად მიულოცა. მან „ინსტაგრამზე“ ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა და დაწერა: „დაბადების დღეს გილოცავ, სიყვარულო“.

არასტანდარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ პოპულარულია. მისი ჩაცმულობა, ტატუები და ფოტოსესიები ყოველთვის ტრენდულია და გოგონას ბევრი მიმდევარი ჰყავს. მომღერალი სითამამით გამოირჩევა, საოცარი გარდასახვებითა და იმიჯის შეცვლით არტისტი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს.