კოვიდ-შეზღუდვებით უკმაყოფილო აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ

აქცია იმართება მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ მოედანზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა იმპროვიზებულ სამუშაო ადგილად აქციეს, რადგან თავის რჩენის სხვა შესაძლებლობა არ აქვთ
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

ტიკარაძე: აჭარაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია

კვირას თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, მომიტინგეებმა ულტიმატუმი დააყენეს - ხელისუფლებამ 48 საათში უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და შეარბილოს მოქმედი შეზღუდვები. თუმცა დემონსტრანტებმა ვერ მიიღეს მათთვის მისაღები პასუხი და სამშაბათს მორიგ აქციაზე განაცხადეს, რომ უკიდურეს ზომებზე წავლენ.

როგორც მომიტინგეები ამტკიცებენ, ისინი დადგენილი შეზღუდვების გასაჩივრებას აპირებენ. მათი თქმით, სარჩელს ექნება სახელწოდება „ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“.

აქციის მონაწილეთა უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ მთავრობა არ აპირებს დადგენილი შეზღუდვების მოხსნას, ბიზნესის და ტრანსპორტის აღდგენას, რაც ხალხს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

კოვიდ-შეზღუდვებით უკმაყოფილო აქტივისტები საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ

მთავრობაში კი აცხადებენ, რომ დაგეგმილზე ადრე შეზღუდვები მოიხსნება ან შერბილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდება და შვიდი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.