500 დღე კიევის საპატიმროში: კირილ ვიშინსკიმ წიგნი გამოსცა

ჟურნალისტმა კირილ ვიშინსკიმ, რომელიც კიევში თვითგამოცხადებული დონბასის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ღალატში იყო ეჭვმიტანილი, საპატიმროში 15 თვე გაატარა.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მედიაჯგუფ Россия сегодня-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ ვიშინსკიმ მოსკოვში გამოსცა წიგნი სახელწოდებით Жил напротив тюрьмы…

წიგნის სათაური აღებულია ანეკდოტიდან, რომელიც ვიშინსკიმ კიევის საგამოძიებო იზოლატორიდან კოლეგებისადმი მიწერილ წერილში გაიხსენა 2019 წლის მარტში:

„კოლეგებო, მოგესალმებით კიევიდან! მე პრაქტიკულად ორ ნაბიჯში ვარ საკუთარი სახლიდან. ანეკდოტი — „ადრე ციხის პირდაპირ ვცხოვრობდი, ახლა კი სახლის პირდაპირ ვცხოვრობ“ — ჩემზეა“.

ავტორის თქმით, წიგნი ციხის შესახებ ნამდვილად არ არის. ვიშინსკის აზრით, ეს არის გულწრფელი და ფაქტებით დადასტურებული თხრობა იმისა, თუ როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელიც მისთვის სრულიად უჩვეულო სამყაროში ხვდება, და რა ეხმარება მას გაძლებაში; ეს არის წიგნი იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია დიდ პოლიტიკას მყისიერად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

კიევის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა

„სენსაციებისა და საიდუმლობებისა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ხმაურიანი რუსულ–უკრაინული გაცვლის ზოგი კულისებს მიღმა მომხდარი დეტალისთვის ფარდის ახდა ნამდვილად გამომივა. ყველაზე მეტად 2014 წლის მაიდნის შემდგომ, თანამედროვე უკრაინაზე მინდა მოგითხროთ — როგორს ვიცნობდი მას დაპატიმრებამდე, კიევში მუშაობისას, და როგორ დავინახე ის ციხეში და ციხიდან“, — წერს ვიშინსკი წიგნის წინასიტყვაობაში.

ტელეარხ RT-სა და მედიაჯგუფ Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი წიგნის ანოტაციაში წერს:

  • „კირილ ვიშინსკიმ — უკრაინული წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარმა სიმბოლომ, შესანიშნავმა ჟურნალისტმა და ნამდვილმა მებრძოლმა წიგნი დაწერა ამ ყველაფრის შესახებ. წაკითხვა სავალდებულოა“.

წიგნი 26 იანვარს გამოვიდა ონლაინ–გაყიდვების ქსელში.

კირილ ვიშინსკი, რომელიც პორტალ „РИА Новости უკრაინას“ ხელმძღვანელობდა, კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს. ის ეჭვმიტანილი იყო თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკის მხარდაჭერასა და სახელმწიფო ღალატში. ამ მუხლით მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ მას რვაჯერ გაუხანგრძლივა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. რუსეთის პრეზიდენტმა ვითარება უპრეცედენტოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ვიშინსკი „მისი პირდაპირი პროფესიული საქმიანობის, ჟურნალისტური ფუნქციის შესრულების გამო დააკავეს“. კირილ ვიშინსკიმ უკრაინის ციხეში 15 თვე გაატარა და 2019 წლის 28 აგვისტოს გათავისუფლდა. იმავე წლის 7 სექტემბერს კი რუსეთში დაბრუნდა.