გამყრელიძე: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60% თანახმაა აიცრას კორონავირუსზე

მოსალოდნელია, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის თებერვალ-მარტში მიიღებს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თანახმა არიან აიცრან კორონავირუსზე, 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე: საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60% თანახმაა აიცრას კორონავირუსზე

მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილის უარი აცრაზე განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არსებობს აქტიური მოძრაობა, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის. ამასთან ერთად, მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ, დარწმუნებულია ეპიდემიოლოგი.

ამირან გამყრელიძის პირადი გათვლებით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება. ვაქცინაციის მიუხედავად, გარკვეული პერიოდი ადამიანებს მაინც მოუწევთ პირბადეების ხმარება, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყანაში დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

კორონავირუსი და არა მხოლოდ: 2020 წლის სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოში

„ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი და დინამიკა გრძელდება. დღევანდელი დილის დადებითობის მაჩვენებელი არის 5,8%. ბოლო სამი-ოთხი დღეა, დადებითობის პროცენტული მაჩვენებელი 4%-სა და 6%-ს შორის მერყეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ასეთი მაჩვენებელი უნდა შენარჩუნდეს 7-14 დღის განმავლობაში, რათა შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილებების მიღება შეზღუდვების შერბილების შესახებ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 254 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 244 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 3 096 პაციენტი. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.