უნიკალური ხილი მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებისთვის: ამერიკული კვლევა

მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ამ ხილის რბილობიც და ნაყოფიც სასარგებლოა მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებისთვის.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. მანგო შეიცავს ძლიერ კომპონენტს, რომელსაც სისხლში შაქრის დონის შემცირება შეუძლია, წერს გამოცემა Express ამერიკელ მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.

მანგო – „ღმერთების სადილი“, ანუ ხილთა დედოფალი

დადგინდა, რომ ნაყოფში შემავალ პოლიფენოლებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

„მანგო ასევე შეიცავს უამრავ ცნობილ ბიოაქტიურ ნაერთს, მათ შორის, კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს, ასკორბინის მჟავას, საკვებ ბოჭკოსა და  ფენოლურ ნაერთებს — მანგიფერინს, გალის მჟავასა და კვერცეტინს“, — ნათქვამია მასალაში.

მეცნიერებმა შეარჩიეს მეორე ტიპის დიაბეტის მქონე მოხალისეები და მათ რაციონს სუბლიმირებული მანგოს რბილობი დაუმატეს. რამდენიმე თვის შემდეგ ექსპერიმენტში მონაწილეებს ჭამის შემდეგ გლუკოზის დონე დაუქვეითდათ. გარდა ამისა, მონაწილეთა უმრავლესობას ორგანიზმში ცხიმის რაოდენობა შეუმცირდა.

გარდა ამისა, მეცნიერთა თქმით, მანგოს ფოთოლს, რომელშიც დიდი რაოდენობით შედის პექტინი, ვიტამინი C და ასევე უჯრედისი, აქვს უნარი, გააუმჯობესოს ინსულინის გამომუშავება და გლუკოზის განაწილება ორგანიზმში, ასევე შეუძლია დაასტაბილუროს შაქრის დონე სისხლში.