დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი PCR-ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ის თავს კარგად გრძნობს და სახლში მკურნალობს
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

მისი თქმით ის ტავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში გადის.

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, - დაწერა მინისტრმა.

18-20 იანვარს დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობას მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, შეხვდა ესპანეთის შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრებს, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს.