ამერიკულ ოცდოლარიან კუპიურაზე აფროამერიკელ ქალს გამოსახავენ: ცნობილი გახდა პრეტენდენტი

აფროამერიკელი აქტივისტი ქალის ფულის კუპიურაზე გამოსახვა ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გადაწყდა, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პროცესი გადადო.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დააჩქაროს 20 დოლარის ნომინალის კუპიურის გამოსვლა, რომელზეც აფროამერიკელი აქტივისტი ქალი იქნება გამოსახული, იუწყება გაზეთი New York Times. 

​გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია XIX საუკუნეში მონათა გათავისუფლებისთვის მებრძოლ ჰარიეტ ტაბმენზე.

აღნიშნულის თაობაზე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული ბანკნოტები ქვეყნის ისტორიასა და მრავალფეროვნებას ასახავდეს.

ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად ტაბმენის გამოსახვა ფულის კუპიურაზე ჯერ კიდევ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გადაწყდა. თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პროცესი 2028 წლამდე გადადო.

ამჟამად ამერიკულ ოცდოლარიან კუპიურაზე პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის პორტრეტია აღბეჭდილი, რომელსაც ტრამპი დიდ პატივს სცემს.