COVID-19 - ბოლო ცნობები

მსოფლიო წელს COVID-19-ს თავს ვერ დააღწევს – ჯანმო

მასობრივი ვაქცინაციის პირობებშიც კი ადამიანთა კორონავირუსით ინფიცირება გაგრძელდება, აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მაღალჩინოსანი.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. უახლოეს მომავალში კორონავირუსის გავრცელების რისკი მსოფლიოში მასშტაბური ვაქცინაციის შემდეგაც შენარჩუნდება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკლ რაიანმა ონლაინ–კონფერენციაზე.

​მისი თქმით, მსოფლიომ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის განადგურება ან აღმოფხვრა წარმატების კრიტერიუმად არ უნდა მიიჩნიოს.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შევძლოთ ვირუსის გაკონტროლება“, — აღნიშნა რაიანმა.

ჯანმოს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მასობრივი ვაქცინაცია მაინც ვერ უზრუნველყოფს ინფქციის გადადების შეწყვეტას ხილულ მომავალში და მსოფლიო ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ვირუსს 2021 წელს თავს დააღწევენ.

მაიკლ რაიანმა ხაზი გაუსვა, რომ კაცობრიობამ თავის ისტორიაში ერთდაერთი ინფექციური დაავადება — ყვავილი დაამარცხა.