ხმაურიანი კვირა: თბილისში აკრძალვები გააპროტესტეს – ფოტო

Sputnik

დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა – საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს კომენდანტის საათი. უამრავი ბიზნესი და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანი კარგავს შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.

1 / 12
კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
2 / 12
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
3 / 12
მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
4 / 12
მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
5 / 12
აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
6 / 12
აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
7 / 12
ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
8 / 12
მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
9 / 12
აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
10 / 12
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
11 / 12
თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
12 / 12
ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს