თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში 25–27 იანვარს უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა პლუს 13–18 გრადუსამდე მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერი 8–13 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ნალექი მოსალოდნელი არ არის. ტემპერატურა კი 11–13 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს.
სინოპტიკოსების განცხადებით, ხუთშაბათს, 28 იანვარს ზოგიერთ რაიონში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში თოვლია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში პლუს 11–16 გრადუსი იქნება.