თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 546-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.518-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 242.085 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.456), გარდაიცვალა – 3.055 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 511, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.272პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 443 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 11.248 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4.979, PCR ტესტით – 6.269.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.