სერგეი ლავროვმა და პიტერ სიიარტომ განაცხადეს, რომ ბუდაპეშტი პრეპარატის 2 მილიონ დოზას მიიღებს. უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელშიც რუსული ვაქცინა დარეგისტრირდა. ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავ მძიმეა. მეტიც, იქ უკვე ინერგება ტერმინი „მუქი წითელი ზონები“.