თურქეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს წარმოება დაიწყება

ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსულმა ფონდმა ფარმაცევტული პროდუქციის წამყვან თურქ მწარმოებელთან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს თურქეთში წარმოების შეთანხმება გააფორმა და ტექნოლოგიის ტრანსფერი დაიწყო, აცხადებენ ფონდში.

უნგრეთი „სპუტნიკ V-ს“ 2 მილიონ დოზას შეიძენს

„წარმოების პოტენციური მოცულობა - წელიწადში „სპუტნიკ V"-ს მილიონობით დოზა, ასევე განიხილება მომავალში წარმოების შესაძლო გაფართოების საკითხი. ვაქცინის მიწოდება განხორციელდება როგორც თურქეთის შიდა ბაზარზე, ისე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნეს ფონდში.

თურქი პარტნიორები დიდ დაინტერესებას ავლენენ ვაქცინის მიმართ, რომლის ეფექტურობა 90%-ს აღემატება, განაცხადეს ფონდში.

ვაქცინა „სპუტნიკ V" ეფუძნება ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების კარგად შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმას და დამტკიცებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, უნგრეთში, სერბეთში, ბოლივიაში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში და თურქმენეთში. დაწყებულია ვაქცინის ევროკავშირში რეგისტრაციის ინიცირების პროცესი.