ძველ თბილისში სახლი დაიწვა: დაშავებულია ერთი ადამიანი

თავდაპირველად  ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები გამოცხადნენ,  პარალელურად კი  დამატებითი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მობილიზება დაიწყო
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. ძველ თბილისში, გერცელ ბააზოვის ქუჩაზე ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან დედა და ბავშვები გამოიყვანეს

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთმა მოქალაქემ ხელის მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

„არსებობდა ცეცხლის მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან დედა და ორი ბავშვი გამოიყვანეს უვნებლად.