იშვიათი სანახაობა: თოვლი და პალმები ბათუმში - ფოტო

Sputnik

ბათუმის ქუჩები, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, თოვლით დაიფარა. ქალაქში ნამდვილი ზამთარი დადგა. გზებზე ყინულია, ქვეითთა ბილიკი სველი და სრიალა. მიუხედავად ამისა, ქალაქი ზამთარში ულამაზესია. განსაკუთრებით საღამოს, ქალაქის განათებების ფონზე. საინტერესოა, თავს როგორ გრძნობენ პალმები? ისინიც ხომ თოვლსა და სიცივეში არიან.

1 / 12
თოვლი ბათუმში იშვიათი მოვლენაა
2 / 12
ქალაქის ქუჩები თეთრ ფერში შეიმოსა
3 / 12
ბათუმის პალმებიც თოვლშია, თუმცა ზღვამდე აქედან საკმაოდ ახლოა
4 / 12
ბევრი მანქანა უძრავად დგას - მათი მძღოლები ასეთ ამინდში სახლში დარჩენას ამჯობინებენ
5 / 12
ისედაც ცარიელი ქუჩები საღამოს უკაცრიელი ხდება
6 / 12
ასე გამოიყურება ბათუმის ახალი სტადიონი - მისი მშენებლობა პანდემიის პერიოდში დასრულდა, თუმცა ეს ის აუცილებლად მრავალჯერ უმასპინძლებს სპორტსმენებსა და მაყურებლებს
7 / 12
ამ დროს კი თოვა არ წყდება
8 / 12
ბათუმის ცნობილი კაფე „ფანტაზია“ თოვლში
9 / 12
უცნაურია, თუმცა საღამოს ბულვართან მდებარე პარკში ადამიანები სეირნობენ
10 / 12
ეს დასამახსოვრებელი სანახაობაა - თოვლი მალე გადნება
11 / 12
ზოგი ბილიკი თოვლისგან არ გაუწმენდავთ - ალბათ ქალაქში მალე მზიან ამინდს ელოდებიან
12 / 12
მაგრამ სანამ ბათუმის ქუჩები თოვლიანია, ამ ხედებით დატკბობა აუცილებელია. ეს ქალაქი ხომ ყველა ამინდში ძალიან ლამაზია