სისხლის ჯგუფი და სექსუალური ტემპერამენტი: ნახეთ, რამდენად ვნებიანი ხართ

ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანში სექსუალურობას (არ აგერიოთ სექსუალურ მომხიბლაობაში) სისხლში სქესობრივი ჰორმონების რაოდენობა განსაზღვრავს.
Sputnik

ჰემატოლოგებმა და ფსიქოლოგებმა არაერთი გამოკვლევა ჩაატარეს და სასიყვარულო ტემპერამენტსა და სისხლის ჯგუფებს შორის საოცარი კავშირი აღმოაჩინეს.

ექიმები: ტრევის სტორკი, პლასტიკური ქირურგი ენდრიუ ორდონი, აკუშერ-გინეკოლოგი ჯენიფერ ეშტონი, უროლოგი ჯენიფერ ბერმანი და სექსოლოგი რეიჩელ როსი ირწმუნებიან, რომ სისხლის ჯგუფის ადამიანის სექსუალურობაზე გავლენას ახდენს 

მათი დასკვნით: 

I ჯგუფის სისხლის მქონენი — ეს გამუდმებით მოძრავი ადამიანები არიან. ენერგიული და კომუნიკაბელური „პირველები“ ძლიერი ნებისყოფის ხალხია, არიან „მიმწოლები“, ფლობენ კონტაქტების დამყარების არაჩვეულებრივ უნარს. და, რაღა თქმა უნდა, ფრიად და ფრიად ტემპერამენტულები არიან სექსუალურ ურთიერთობებში. ისინი სიამოვნებით ფანტაზიორობენ და ექსპერიმენტიორობენ საწოლში და ხანდახან უბრალოდ დაუღლელები არიან სასიყვარულო სარეცელზე.

II ჯგუფის სისხლის მქონენი — ეს კეთილსინდისიერი, მორცხვი, მოკრძალებული ადამიანები არიან, რომლებიც აკურატულად ასრულებენ მოვალეობებს. მათ თავისუფლად შეიძლება ეწოდოთ სრულყოფილების განსახიერება.

თქვენს ხასიათს სისხლის ჯგუფი განსაზღვრავს: ადასტურებენ მეცნიერები

„მეორეები“, როგორც წესი, სწრაფად მიიწევენ მაღლა კარიერულ კიბეზე. ეს მათთვის უმთავრესია. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ. თუ „მეორე“ რაიმე საქმეს ხელს მოკიდებს, აუცილებლად მაღალ დონეზე შეასრულებს. მათი „დიახ“ ნიშნავს საიმედოობას და ამიტომ ყოველთვის შეიძლება მათზე დაყრდნობა.

„მეორეები“ ერთგული მეგობრები არიან. მათ საკმარისი, მაგრამ არა ძალიან მაღალი ტემპერამენტი აქვთ. საქმეში უზომოდ შრომისმოყვარეები არცთუ ისე სექსუალურები გახლავან, თუმცა მზად არიან რეგულარულად და ბეჯითად შეასრულონ ცოლქმრული ვალდებულებები. თანაც ისე, რომ ხარისხი დამაკმაყოფილებელი გამოდგეს. მაგრამ ხანდახან მათთვის სექსი მოსაწყენი ხდება და ამ დროს რუტინას ემსგავსება. ეს იმის გამო, რომ ან მთელი არსებით ეძლევიან საქმეს, სამსახურს და „შემოქმედებისთვის“ დრო არ რჩებათ, ან უბრალოდ კონსერვატორები გახლავან. თუ ამ ჯგუფის სისხლის პარტნიორი გყავთ, სჯობს ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და თავად გახდეთ „პროგრესის მამოძრავებელი ძალა“, ანუ სექსუალურ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემტანი. „მეორე“ კი ბეჯითად განახორციელებს თქვენს იდეებს.

სისხლის ჯგუფი და პიროვნული თვისებები: საინტერესო კანონზომიერებები

III ჯგუფის სისხლის მქონენი — ეს მგრძნობიარე ნატურის ხალხია, დახვეწილი და ნიჭიერი ადამიანები, საიმედო კოლეგები და მეგობრები. „მესამეები“ საქმეშიცა და სექსშიც მაღალ მოთხოვნებს უყენებენ როგორც პარტნიორებს, მეგობრებსა თუ თანამშრომლებს, ისე საკუთარ თავსაც. გარეგნული სიმშვიდისა და აუღელვებლობის მიღმა მგრძნობიარე და ერთგვარად დაუცველი სულის მქონე ადამიანი იმალება. „მესამე“ შესაძლოა ცივი ტიპის შთაბეჭდილებას ახდენდეს, მაგრამ როგორც კი საქმე სიყვარულს შეეხება, მათი გრძნობები ქარიშხალივით იწყებს ბობოქრობას.

IV ჯგუფის სისხლის მქონენი — ეს გრძნობების ამყოლი ხალხია. მათში, სულ ცოტა, ორი „სული“ ცხოვრობს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. „მეოთხეები“ ძლიერი ვნების ადამიანები არიან და ისეც ხდება, რომ ხანდახან ამ ვნებას სულიერ დისონანსამდე, მტანჯველ ეჭვებამდე და ტკივილამდე მიჰყავს ისინი. უფრო ხშირად გრძნობების ამ ქარიშხალს „მეოთხეები“ მარტოობაში უმკლავდებიან და არავის ანდობენ საკუთარ საიდუმლოს. მაგრამ მარტოობისადმი მიდრეკილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი სექსუალურობა ეჭვქვეშაა დასაყენებელი. პირიქით, მათ კარგი, ხარისხიანი და ვნებებით სავსე სექსი ახასიათებთ.