ყვითელი ამბები

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს – ნახეთ ამჯერად რა დაუწუნეს ტელეწამყვანს

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა. ნახეთ რა დაუწუნეს ცნობილ მოდელსა და ტელეწამყვანს.
Sputnik

მსახიობსა და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს რომ უამრავი ხელმომწერი ჰყავს, ეს ახალი ამბავი არ არის. მათ შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მას მუდმივად აკრიტიკებენ, ან ცდილობენ, რომ რამე ისეთი მოუძებნონ, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.


ამჯერად შორენას ჯდომის მანერა დაუწუნეს. „ეს რა მანერაა ჯდომის“ - წერს ერთ-ერთი ხელმომწერი. მსგავს კომენტარებს ყოველთვის მოჰყვება ხოლმე პასუხები სხვა ხელმომწერების მხრიდან, რომლებიც შორენას იცავენ. ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა პასუხმა და ქალბატონებმა ხსენებულ კომენტარს შემდეგი სიტყვებით უპასუხეს: „რა გიკვირთ, ეს დახვეწილი მანერაა“.

ბოლო დროს შორენას მიმართ დაინტერესება გაორმაგებულია, რადგან მას გადაცემა „შორენას ეფექტი“ მიჰყავს, რომლის მაყურებელიც არაერთი ქალბატონია. მას ხშირად აცვია დახვეწილი, კლასიკური, ან პომპეზური კაბები, რის გამოც ერთი მხრივ აკრიტიკებენ, მეორე მხრივ კი დადებითად აფასებენ.

უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ფოტომოდელი და ტელეწამყვანი ახლანდელ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოების გასაჯაროებას არ ერიდება და ზაფხულის პერიოდში საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. ის ახლა ე.წ. კანონიერ ქურდზე ლაშა ბარათელზეა შეყვარებული. წყვილმა ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთში გადაიღო, სადაც ისინი ერთად ისვენებდნენ.