ყვითელი ამბები

„შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება“ – რა საიდუმლო წამოსცდა ნინუცა მაყაშვილს რუსკაზე

ნინუცა მაყაშვილმა მოულოდნელად პირდაპირ ეთერში გაამხილა მისი დის, რუსკა მაყაშვილის საიდუმლო, რომელსაც მსახიობი რამდენიმე თვე მალავდა.
Sputnik

რუსკა მაყაშვილის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მათი ფავორიტი მსახიობი ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ „ფოლოვერებს“ რამდენიმე თვის წინ რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა არ უთქვამს გოგონას ელოდება თუ ბიჭს.

რუსკა მაყაშვილს და მის მეუღლეს, მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს ერთი შვილი უკვე ჰყავთ. პატარა ილია ნიჟარაძე უსაყვარლესი ბიჭუნაა. რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში მისი დის ნინუცა მაყაშვილის რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ნინუცამ მომავალი დისშვილის სქესი გაამხილა.

„გაგვიმართლა და მეორე არის გოგო“, – აღნიშნა ნინუცამ, რაზეც რუსკას „არაერთგვაროვანი“ რეაქცია ჰქონდა. ტელეწამყვანი მალევე მიხვდა, რომ საიდუმლო გაამხილა. „შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება, მომკლავს“ – განაცხადა ნინუცამ და, სავარაუდოდ, სხვა შემთხვევაში ამ კადრებს ამოჭრიდნენ, მაგრამ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა.

ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ.

წყვილი მშობლები პირველად 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ახლა 3 წლისაა. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ნოემბერში რუსკამ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ამცნო, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.