ყვითელი ამბები

ნინა წკრიალაშვილი იუბილარია – მომღერალი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

სოციალური ქსელებიდან რამდენიმეთვიანი გაქრობის შემდეგ ნინა წკრიალაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ როგორ აღნიშნა მომღერალმა 43-ე იუბილე.
Sputnik

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი იუბილარია. სოციალურ ქსელს კარგა ხანია აღარ სწყალობს, თუმცა ერთი ვიდეო მაინც გამოაქვეყნა „ინსატგრამის“ „სთორიზე“, სადაც წერს, რომ 43 წლის გახდა. თუმცა, მისი ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, „ვერ ხვდება როგორ და რანაირად მოვიდა ეს წლები“.

გახმაურებული სკანდალების მონაწილემ თავი რამდენიმე წლის წინ საბერძნეთს შეაფარა, სადაც მორიგი სიყვარული იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, ნინა წკრიალაშვილს არ შეეშინდა და აღნიშნულზე საჯაროდ ისაუბრა. მრავალი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ ნინამ მოძალადე მამაკაცს სასამართლოშიც კი უჩივლა. ამის შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრა და ბედნიერების ძიება იქ დაიწყო.

რამდენიმე თვეა სოციალური ქსელიდან და ტელეეკრანებიდან გაქრა. ახლა, სავარაუდოდ, ლიბანელ მამაკაცს ილიას აზარსაც დაშორდა. რამდენიმე ძველი სურათის გარდა, ნინა წკრიალაშვილი შეყვარებულთან ერთად ფოტო-ვიდეომასალებს აღარ აქვეყნებს.

უახლეს ცეცხლოვან ფოტოებზე ნინა ჩვეულ ფორმაშია. მის მიმზიდველ ტანს ტატუები ისევ ამშვენებს, მისი კანი კი რუჯს ინარჩუნებს. ამ დრომდე უცნობია, თუ რას საქმიანობს ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში, მაგრამ ამ უკანასკნელ ვიდეოზე საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და ერთობა.