თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ–ის ახალმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტობის პირბველსავე დღეს წინამორბედის 17 ბრძანებულება გააუქმა, ასევე მოითხოვა ოვალური კაბინეტიდან მოეშორებინათ ღილაკი, რომლითაც დონალდ ტრამპი სარგებლობდა ხოლმე.
გამოცემა New York Post-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ტომ ნიუტონ დანმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლეშიც წერს, რომ საუბარია ღილაკზე, რომლითაც ტრამპი ხშირად იძახებდა თანამშრომელს დიეტური კოკა–კოლის მისატანად.
რა გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი — ის, რომ ბაიდენს გაზირებული სასმელი არ უყვარს, თუ ის, რომ სურს თავიდან მოიშოროს პოლიტიკური ოპონენტის მიერ დატოვებული წვრილმანები, უცნობია.
ამასთან აღინიშნება, რომ ახალ პრეზიდენტს კიდევ ბევრჯერ და დიდხანს მოუწევს თეთრი სახლის კედლებში „ტრამპიზმის“ შედეგებთან შეჯახება. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა იქ უამრავი რამ შეცვალა.
ასე მაგალითად, ერკვევა რა ინტერიერებში (როგორც ძვირადღირებული სასტუმროების ქსელის მფლობელი), ტრამპმა ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე გასცა განკარგულება, დაედგათ იქ ფარჩის ზედაპირიანი დივნები და სავარძლები.